Tuesday, December 11, 2012

პროექტის გეგმა ;დავიცვათ ბუნება


პროექტის სახელწოდება: დავიცვათ ბუნება.
პროექტის პრობლემა;პროექტზე მუშაობის იდეა და სურვილი, თუ როგორ გაუფრთხილდნენ მოსწავლეები ბუნებას და დაიცვან განადგურებისაგან.                                                                                            
პროექტის აქტუალობა :პროექტზე მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იყენებენ პრაქტიკაში.                                                             
პროექტის მიზანი: ა] მოსწავლეებს განუვითარდეთ პასუხისმგებლობის,თანამშრომლობის,კომუნიკაციის უნარი.ბ]შეძლონ ცოდნის ტრანსფერი-ერთ სიტუაციაში ნასწავლის,სხვა სიტუაციაში გამოყენება.გ]პრეზენტაციის უნარი .                                                 
მონაწილეთა ასაკი;9 წელი.                                                                                                                                               
საგანი: ხელოვნება.
პროექტის ხანგრძლივობა;5დღე [ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით]
მოსალოდნელი შედეგები ;რისი თქმა უნდათ მოსწავლეებს თავიანთი ნამუშევრებით ,რას გამოსახავენ მასზე, შეუძლიათ დახატონ;ცხოველები, ფრინველები,ხე,ნაკადული. კედლის გაზეთი პრეზენტაცია.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები;დიდი ფორმატის ქაღალდი, ფანქარი, საშლელი,ფლომასტერი ან საღებავი, ფერადი ქაღალდი,მაკრატელი,ჭიკარტები, კომპიუტერი
სლაიდები,პროექტორი.
პროექტის მსვლელობა;მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად. გადანაწილდება ფუნქციები.
აქტივობა 1.პირველი ჯგუფი ირჩევს სამუშაო თემას-ცხოველებს.მოიძიებენ მასალებს ცხოველები და მათი ნაშიერების შესახებ.მოიფიქრებენ შესაბამის ლექსებს.
აქტივობა 2მეორე ჯგუფი.მოსწავლეები ირჩევენ სამუშაო თემას- ფრინველებს. მოიძიებენ მასალებს ფრინველები და მათი ნაშიერების შესახებ.მოიფიქრებენ შესაბამის პატარა ტექსტებს.
აქტივობა 3.მესამე ჯგუფი გამოთქვამენ თავიანთ აზრებს, თუ როგორ უნდა დაიცვან შინაური ცხოველები,იზრუნონ მათზე.აგრეთვე დაიცვან ფრინველები და იზრუნონ მათზეც.
აქტივობა 4.მეოთხე ჯგუფი.მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში და მოამზადონ სლაიდები
Pover point-ში.
აქტივობა 5. მოძიებული მასალები და თავიანთი შესრულებული ნახატები, სლაიდები წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით ,რომელიც გაიკვრება კედელზე.
კავშირი ბუნებისმეტყველებასთან ;ბუნება iv.2 მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორ
განიზმის ნიშან-თვისებების ადაპტაციური მნიშვნელობა.              
პროექტის ხელმძღვანელი ; ნადეჟდა მარაბდელი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა; marabdeli14@gmail.com.